ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ნათია თურნავა დაინიშნა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ნათია თურნავა დაინიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ნათია თურნავა დაინიშნა. ამის შესახებ პირველ არხს სამინისტროში განუცხადეს.

თანამდებობა დატოვა გიორგი ჩიქოვანმა, რომელიც მინისტრის მოადგილის პოსტზე ენერგეტიკულ მიმართულებას კურირებდა.

ნათია თურნავა 2013 წლიდან საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მანამდე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი, უფრო ადრე კი ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე.