ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ლაშა მიქავა დაინიშნა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ლაშა მიქავა დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ლაშა მიქავა დაინიშნა. ინფორმაცია პირველ არხს უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ლაშა მიქავა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრია (MBA), დამთავრებული აქვს ვაშინგტონის უნივერსიტეტის (სეინტ ლუისი, აშშ) ოლინის ბიზნესსკოლა (2002-2004), ჰარვარდის ბიზნესსკოლა – უმაღლესი მართვის პროგრამა (AMP) (2015), იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ედმუნდ მასკის სახელობის სრული სტიპენდიანტი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე ლაშა მიქავა საქართველოსა და უკრაინაში კერძო სექტორში საქმიანობდა. ის ასევე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში (GIOC).