ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - უკრაინაში მიმავალი ბორანი ფოთის ნავსადგურში დაბრუნდა და მასზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები სასტუმროებში უსასყიდლოდ განთავსდნენ
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - უკრაინაში მიმავალი ბორანი ფოთის ნავსადგურში დაბრუნდა და მასზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები სასტუმროებში უსასყიდლოდ განთავსდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტრო აგრძელებს უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, 23 თებერვალს უკრაინის ჩერნომორსკის ნავსადგურში მიმავალი სატვირთო ბორანი, ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, ღია ზღვიდან ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდა.

„ბორანი გათავისუფლდა საპორტო და სხვა მოსაკრებლებისგან“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ბორანზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები, მას შემდეგ, რაც ბორანი საქართველოში ჩამოვიდა, სასტუმროებში უსასყიდლოდ დაბინავდნენ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.