ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - მნიშვნელოვანია, დაგროვებითი საპენსიო სისტემა იყოს სავალდებულო
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - მნიშვნელოვანია, დაგროვებითი საპენსიო სისტემა იყოს სავალდებულო

მნიშვნელოვანია, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა იყოს სავალდებულო ხასიათის და ამ მხრივ ცვლილება კანონპროექტში არ შევა, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მიმდინარეობს.

„40 წლამდე დასაქმებულები იქნებიან სისტემაში სავალდებულო ჩართულობით. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სისტემა იყოს ფუნქციონირებადი, მოხდეს თანხების აკუმულირება და მოქალაქეებს მიეცეთ ღირსეული პენსია”, – აღნიშნა მიქაბაძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, კანონი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ამოქმედდება, ზუსტი თარიღი კი პარლამენტში კანონპროექტის მეორე-მესამე მოსმენისთვის გახდება ცნობილი.