ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია დევიდ ქარდს, ჯოშუა ანგრისტს და გვიდო იმბენსს გადაეცათ
ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია დევიდ ქარდს, ჯოშუა ანგრისტს და გვიდო იმბენსს გადაეცათ

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია დევიდ ქარდს, ჯოშუა ანგრისტს და გვიდო იმბენსს გადაეცათ. ინფორმაციას „სიენენი ავრცელებს.

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის მიხედვით, კანადელ დევიდ ქარდს ჯილდო შრომის ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა, კერძოდ მინიმალურ ხელფასზე, იმიგრაციასა და განათლებაზე შრომის ბაზრის ზემოქმედების შესწავლისთვის.

ამერიკელებმა ჯოშუა ანგრისტმა და გვიდო იმბენსმა ჯილდო მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობების ანალიზის მეთოდოლოგიაში გაწეული მუშაობისთვის მიიღეს.

ჯილდოდ განკუთვნილი 10 მილიონი შვედური კრონის (1,1 მილიონი აშშ დოლარი) ნახევარს დავიდ ქარდი მიიღებს, ხოლო მეორე ნახევარი ჯოშუა ანგრისტს და გვიდო იმბენსს გადაეცემათ.

გასულ წელს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ამერიკელებმა პოლ მილგრომმა და რობერტ უილსონმა მიიღეს, აუქციონის თეორიის გაუმჯობესებისათვის და ახალი სააუქციონო ფორმატების გამოგონებისთვის.