ეკოლოგები გერმანიაში პიროტექნიკის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ
გერმანიაში ეკოლოგები მსხვილ ქალაქებში პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვას ითხოვენ. ორგანიზაცია Deutsche Umwelthilfe-ის (DUH) წარმომადგენლები აპირებენ, რომ შესაბამისი მოთხოვნით სასამართლოს მიმართონ. როგორც გერმანულ გამოცემა Berliner Zeitung-თან ინტერვიუში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იურგენ რეშმა განაცხადა, საუბარია პიროტექნიკის არა სრულად აკრძალვაზე, არამედ კონკრეტულ რაიონებში მისი გამოყენების შეზღუდვაზე.
ეკოლოგების მიზანია ისეთი ზონების შექმნა, სადაც ახალი წლის ღამეს აკრძალული იქნება პიროტექნიკის გამოყენება. ეკოლოგები იმ ქალაქების მუნიციპალიტეტებს, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია, სთავაზობენ, ფოიერვერკების პროფესიონალური გაშვება ქალაქის შემოგარენში მოაწყონ.
„პროფესიონალური პიროტექნიკური შოუ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სამოყვარულო, ასევე, ნაკლებად მავნებელია გარემოსთვის, რადგან ამ შემთხვევაში, როგორც წესი, სრულიად განსხვავებული ხარისხის კომპონენტები გამოიყენება“, – განაცხადა იუნგერ რეშმა.
გარემოს დამცველი აქტივისტის თქმით, თუ მუნიციპალიტეტებთან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია იქნება, ორგანიზაცია სარჩელს სასამართლოში შეიტანს.
გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური უწყების მონაცემებით, გერმანიის მოქალაქეები ყოველწლიურად პიროტექნიკაზე 100-დან 150 მილიონ ევრომდე ხარჯავენ.