ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი ლონდონში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს
შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი ლონდონში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს. ინფორმაციას ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „დაიცავით ჩვენი ნაფიცი მსაჯულები“ ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ტუნბერგი ტერორიზმის შესახებ კანონის დარღვევის საფუძველზე დააკავეს. მას ორგანიზაცია „პალესტინის მოქმედების“ მხარდამჭერი პლაკატი ეკავა, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.
ამასთან, ლონდონის მერიის პრესსპიკერის განცხადებით, შენობაზე წითელი საღებავის სროლისთვის კიდევ ორი ადამიანი დააკავეს.
ცნობისთვის, გრეტა ტუნბერგი პალესტინის აქტიური მხარდამჭერია. მიმდინარე წლის ოქტომბერში მან ღაზის სექტორში ხომალდით მოხვედრა ორჯერ სცადა. ისრაელმა ორივე შემთხვევაში მისი დეპორტაცია განახორციელა.