ეკოაქტივისტებმა მასშტაბური საპროტესტო აქცია მოაწყვეს, რომლის მიზანი შვეცარიელი ჩოგბურთელის როჯერ ფედერერის კრიტიკა იყო. პროტესტის მონაწილეები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ლეგენდარული მოთამაშე თანამშრომლობს ბანკ Credit Suisse-სთან. ეს უკანასკნელი კი ახალი საბადოებიდან ნავთობის მოპოვებას აფინანსებს.
მსვლელობა ქალაქ ბერნის ცენტრში მოეწყო. „ფედერალური მოედანი შეივსო ხალხით, რომლებიც შეშფოთებულნი არიან კლიმატის პრობლემებით. პოლიტიკოსები აფინანსებენ ავიაკომპანიებს და მხარს უჭერენ ბანკებს, რომლებიც ბუნებრივი საწვავის მოპოვებას აქეზებენ, რითაც არღვევენ ასობით მილიონი ადამიანის ცხოვრების პირობებს. ჩვენ არ დავემორჩილებით მათ“, – წერია „ტვიტერის“ გვერდზე, რომელსაც ჰქვია „როჯერ, გამოფხიზლდი“. აქტივისტებმა აქციაზე მიიტანეს ბანერი, რომელზეც სწორედ ეს მოწოდება იყო დატანილი.
2020 წლის იანვარში, 39 წლის შვეიცარიელი ჩოგბურთელის წინააღმდეგ აქციას მხარი დაუჭირა ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა.