ეკლესიაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ბრიტანელი დეპუტატი დანით დაჭრეს
ესექსში ბრიტანელი დეპუტატი, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის „კონსერვატიული პარტიის“ წევრი დევიდ ემესი ეკლესიაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს დანით დაჭრეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე და თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
69 წლის კანონმდებელი ეკლესიაში თავისი საარჩევნო ოლქის მცხოვრებლებს ხვდებოდა, რა დროსაც, მას დანით შეიარაღებული პირი დაესხა თავს.
პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი დაკავებულია. მომხდარ შემთხვევას ადასტურებენ დეპუტატის ოფისშიც, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.
დევიდ ემესს სამედიცინო დახმარება ეკლესიაშივე აღმოუჩინეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.