საფრანგეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში, რომელიც გაზეთმა „ეკიპმა” 2019-20 წლების არასრული სეზონის მიხედვით შეადგინა, „პარი სენ-ჟერმენის” ოთხი ფეხბურთელი მოხვდა.
11 საუკეთესოს შორისაა სამი ფეხბურთელი „რეიმსიდან”, რომელიც ცხრილში მეხუთე ადგილზეა და პსჟ-ს 27 ქულით ჩამორჩება.
სრულად სიმბოლურს ასეთი სახე აქვს:
მეკარე – პრედრაგ რაიკოვიჩი (რეიმსი);
მცველები – მოჰამედ სიმაკანი (სტრასბური), გაბრიელი (ლილი), იუნის აბდელჰამიდი (რეიმსი), ასან კამარა (რეიმსი);
ნახევარმცველები – რენატო სანჩესი (ლილი), მარკო ვერატი (პსჟ), ანხელ დი მარია (პსჟ);
ფორვარდები – ნეიმარი (პსჟ), კილიან მბაპე (პსჟ), ვისამ ბენ იედერი (მონაკო).
სათადარიგოები – სტივ მანდანდა (მარსელი), ალექსანდრ ჯიკუ (სტრასბური), ფეტუ მაუასა (რენი), დიმიტრი პაიე (მარსელი), ვიქტორ ოსიმენი (ლილი), ტეჟი სავანიე (მონპელიე), ანდი დელორი (მონპელიე).
მწვრთნელი – თომას ტუხელი (პსჟ).
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულ საფრანგეთის ჩემპიონატში 28 ტურია ჩატარებული.