ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ თანამედროვე ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებს გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად არკვევდნენ.
ყველაზე მეტი ხმა მიიღო „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ – 39 პროცენტი. „იუვენტუსის“ ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს 37 პროცენტი ერგო.
„ეკიპის“ მკითხველთა ვერსიით ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები:
მეკარე – იკერ კასილიასი (რეალი, პორტუ);
მცველები – დანი ალვეში (ბარსელონა, იუვენტუსი, პსჟ), სერხიო რამოსი (რეალი), კარლეს პუიოლი (ბარსელონა), პაოლო მალდინი (მილანი);
ნახევარმცველები – ჩავი (ბარსელონა), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ლიონელ მესი (ბარსელონა), ზინედინ ზიდანი (იუვენტუსი, რეალი);
ფორვარდები – კრიშტიანო რონალდო (რეალი, იუვენტუსი), რაული (რეალი).