„ეკიპმა“ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები წარმოადგინა

11:19, 24.05.2020

ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ თანამედროვე ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებს გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად არკვევდნენ.

ყველაზე მეტი ხმა მიიღო „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ – 39 პროცენტი. „იუვენტუსის“ ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს 37 პროცენტი ერგო.

ეკიპის“ მკითხველთა ვერსიით ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები:

მეკარე – იკერ კასილიასი (რეალი, პორტუ);

მცველები – დანი ალვეში (ბარსელონა, იუვენტუსი, პსჟ), სერხიო რამოსი (რეალი), კარლეს პუიოლი (ბარსელონა), პაოლო მალდინი (მილანი);

ნახევარმცველები – ჩავი (ბარსელონა), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ლიონელ მესი (ბარსელონა), ზინედინ ზიდანი (იუვენტუსი, რეალი);

ფორვარდები – კრიშტიანო რონალდო (რეალი, იუვენტუსი), რაული (რეალი).

მსგავსი