„ეკიპი“ – მბაპე ზამთარში პსჟ-ს არ დატოვებს #1TVSPORT
MUNICH, GERMANY - MARCH 08: Kylian Mbappe of Paris Saint-Germain looks on during the UEFA Champions League round of 16 leg two match between FC Bayern München and Paris Saint-Germain at Allianz Arena on March 08, 2023 in Munich, Germany. (Photo by Alex Grimm/Getty Images)
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, კილიან მბაპემ გადაწყვიტა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას პარიზულ კლუბში დარჩეს, – იტყობინება გაზეთი L’Equipe.
აღნიშნავენ, რომ ფრანგმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ კლუბში გამოაცხადა. მბაპე აპირებს, დაეხმაროს პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის საგაზაფხულო ნაწილში. მერვედფინალში საფრანგეთის ჩემპიონს „სოსიედადთან“ დაპირისპირება ელოდება.
თავის მხრივ, „რეალმა“ მბაპეს მოსაფიქრებლად დრო იანვრის შუა რიცხვებამდე მისცა. სწორედ ამ დროისთვის ფორვარდი უნდა ჩამოყალიბდეს თავისი მომავლის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ მბაპეს კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2024 წლის ზაფხულში იწურება.