„ეკიპი“ - კვარაცხელიამ პსჟ-თან პირადი კონტრაქტი შეათანხმა, მაგრამ „ნაპოლისთან“ მოლაპარაკება ადვილი არ იქნება #1TVSPORT
„ეკიპი“ - კვარაცხელიამ პსჟ-თან პირადი კონტრაქტი შეათანხმა, მაგრამ „ნაპოლისთან“ მოლაპარაკება ადვილი არ იქნება #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს მტკიცე პოზიცია აქვს, მაგრამ პარიზული კლუბის განსაკუთრებულმა შეთავაზებამ, შესაძლოა, ვითარება შეცვალოს, – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ ავრცელებს.

„ზაფხულში კილიან მბაპეს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი უმთავრდება და ის კლუბს დატოვებს. მის შემცვლელად პსჟ-ის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ხვიჩა კვარაცხელიაა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა პარიზულ კლუბთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა, საფრანგეთის ჩემპიონი ახლა „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას უნდა მოელაპარაკოს, რაც ადვილი ნამდვილად არ იქნება.

კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა პარიზული კლუბის ინტერესი დაადასტურა, მაგრამ „ნაპოლი“ ხვიჩას შენარჩუნებას ცდილობს და გაუმჯობესებული პირობებით კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს“, – წერს გამოცემა „ეკიპი“.