ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 168-მდე გაიზარდა
ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 168-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან 168 პაციენტი გამოჯანმრთელდა,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

„დღეს უკვე გვყავს 168 გამოჯანმრთელებული პაციენტი. კონკრეტულად დღეს, კლინიკიდან 12 პაციენტი გაეწერა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სტაციონარში რჩება 333 პაციენტი. მნიშვნელოვანია, რომ ძირითადად პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. გვყავს კრიტიკულად მძიმე პაციენტებიც, მაგრამ ჩვენი ექიმების თავდაუზოგავი შრომით მათ შემთხვევაშიც იქნება კარგი გამოსავალი“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული.