ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, დიდ ქალაქებში ინტერნეტიზაცია საშუალებას იძლევა, რომ სწავლა ჰიბრიდული მეთოდით დაიწყოს
ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, დიდ ქალაქებში ინტერნეტიზაცია საშუალებას იძლევა, რომ სწავლა ჰიბრიდული მეთოდით დაიწყოს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, დიდ ქალაქებში ინტერნეტიზაცია საშუალებას იძლევა, რომ სწავლა ჰიბრიდული მეთოდით დაიწყოს.

ამასთან, მისივე თქმით, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ემყარება იმას, რომ დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობა ბევრად მაღალია.

„ეს გადაწყვეტილება დაყარებულია იმ პრინციპზე დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობა ბევრად უფრო მაღალია. ასევე, ინტერნეტიზაციიდან გამომდინარე, საშუალება გვაქვს, რომ სწავლა დაიწყოს ჰიბრიდული მეთოდით. რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს სწვავლის პროცესზე გარკვეული შეყოვნებები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.