ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის მობილიზებულია 5 952 საწოლი
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის მობილიზებულია 5 952 საწოლი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის მობილიზებული 5 952 საწოლიდან თავისუფალია 279.

ამის შესახებ ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საწოლფონდი არის ყველაზე კრიტიკული და მტკივნეული თემა, რომელზეც ხშირად ისმის საზოგადოებისგან კითხვები. ამ ეტაპისთვის მობილიზებული გვაქვს 7 363 საწოლი, საიდანაც კოვიდისთვის გამოყენებულია 5 952, განთავსებულია 5 741 პაციენტი. ტრიაჟში გადასანაწილებლად – სასტუმროში გადავა პაციენტი, კლინიკაში დარჩება თუ ბინაზე გაივლის მკურნალობას – ამ ეტაპზე კლინიკაში იმყოფება 231 პაციენტი, ხოლო აქტიური საწოლი გვაქვს 279. გუშინ, 24 საათის განმავლობაში კლინიკებში მკურნალობა დაასრულა 817-მა პაციენტმა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სასუნთქი აპარატების დეფიციტი არ არის.

„დღეის მდგომარეობით გვაქვს 1040 სასუნთქი აპარატი, რეანიმაციული პაციენტი გვყავს 227, აქედან გამომდინარე სასუნთქი აპარატების დეფიციტი ქვეყანაში არ არის. საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანაში არის 1 500 სასუნთქი აპარატი და მათი  დამატებით მობილიზება შესაძლებელი იქნება იმ კლინიკებში, რომლებიც ჩართული არიან კოვიდინფექციის მართვაში“, – განაცხადა მინისტრმა.