ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში ეპიდემიური ვითარების შესწავლა კვლავ მიმდინარეობს
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში ეპიდემიური ვითარების შესწავლა კვლავ მიმდინარეობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონტროლის თვალსაზრისით, ზომები გამკაცრებულია.

მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მოქალაქეების თერმოსკრინინგი.

ტიკარაძემ უპასუხა მედიის შეკითხვას, ხომ არ იგეგმება საკარანტინე პირობების გამკაცრება აჭარაში.

„მოკვლევა კვლავ მიმდინარეობს. კონტროლის თვალსაზრისით მდგომარეობა გამკაცრებულია. მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. ამ ეტაპისთვის დადგენილია გარკვეული ჯგუფი, მაგრამ სანამ სამუშაოები არ დასრულდება, კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი გაგვიჭირდება, რადგან ყოველ წამს შეიძლება ინფორმაცია განახლდეს და შეიცვალოს, როგორც კლასტერის სიდიდე, ასევე კლასტერიდან გამომდინარე რისკები“ , – განაცხადა ტიკარაძემ.