სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და რეგულირების სააგენტო ექთნის გარდაცვალებაზე დასკვნას 29 მარტს წარადგენენ
სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და რეგულირების სააგენტო ექთნის გარდაცვალებაზე დასკვნას 29 მარტს წარადგენენ

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 29 მარტს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება კომისიის სხდომა, სადაც 27 წლის ექთნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იქნება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა.

„არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია, რომ პირდაპირ გამომწვევ მიზეზად შესაძლებელია, ვაქცინა არ დასახელდეს. ჩვენ ველოდებით სამხარაულის დასკვნას და ორშაბათს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება ერთობლივი კომისია, რომელზეც წარმოდგენილი იქნება როგორც სამხარაულის ექსპერტიზის, ასევე რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შემდეგ მექნება ზუსტი პასუხი, რათა არ გავავრცელო ჩემი მხრიდან დეზინფორმაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.