ეკატერინე ტიკარაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში 15 ნოემბერს მოუსმენენ
ეკატერინე ტიკარაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში 15 ნოემბერს მოუსმენენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს პარლამენტში მოუსმენენ.

ეკატერინე ტიკარაძე საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება.

პარლამენტის ბიურომ დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიმართვა განიხილა „მინისტრის საათის“ განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ. როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, განრიგის თანახმად, „მინისტრის საათი“ მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო, თუმცა ბიუროს წევრების თანხმობით ერთი კვირით გადაიწია და 15 ნოემბერს ჩაინიშნა.