ეკატერინე ტიკარაძემ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერა
ეკატერინე ტიკარაძემ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის – „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან ერთად, გურიის რეგიონში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერა.

ეკატერინე ტიკარაძე ეკომიგრანტებს ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ესტუმრა.

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეისყიდის. ეკომიგრანტები სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს საკუთარი სურვილის შესაბამისად არჩევენ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უსაფრთხო გარემოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 176 ოჯახი განსახლდა. 2020 წლის ბოლომდე კი, სააგენტო ეკომიგრანტი ოჯახებისთვის, დამატებით, 180 სახლს შეისყიდის.