ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველ გიორგი ფხაკაძესთან ონლაინშეხვედრა გამართა
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველ გიორგი ფხაკაძესთან ონლაინშეხვედრა გამართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველს, გიორგი ფხაკაძეს შეხვდა. შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს; შეაფასეს რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. საუბარი შეეხო ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების მობილიზებას. გიორგი ფხაკაძის მხრიდან გაკეთდა შეფასებები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

„ჯანდაცვის მინისტრთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ეკატერინე ტიკარაძეს საერთაშორისო გამოცდილება გავუზიარე. საუბარი შეეხო ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების მობილიზების საკითხს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.