ეკატერინე ტიკარაძემ და თორნიკე რიჟვაძემ ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლების საკითხზე მემორანდუმი გააფორმეს
ეკატერინე ტიკარაძემ და თორნიკე რიჟვაძემ ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლების საკითხზე მემორანდუმი გააფორმეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლების საკითხზე კიდევ უფრო მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის მიზნით მემორანდუმი გააფორმეს, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, ერთობლივი მუშაობის შედეგად 800-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდა. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 200-მდე ოჯახს კი საცხოვრებელი საკუთრებაში გადაეცა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა განხორციელებული ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებების თანახმად, გაიზარდა სახლის შესყიდვის მიზნით, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა.

ამასთან, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ქირის თანხით უზრუნველყოფს“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი