ეკატერინე ტიკარაძე - ბავშვებში არის მომატებული ინფიცირება და მნიშვნელოვანია, მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს, დაიცვან საკუთარი შვილები
ეკატერინე ტიკარაძე - ბავშვებში არის მომატებული ინფიცირება და მნიშვნელოვანია, მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს, დაიცვან საკუთარი შვილები

ვხედავთ, რომ ბავშვებში არის მომატებული ინფიცირება და მნიშვნელოვანია, მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს და დაიცვან საკუთარი შვილები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მსოფლიო პრაქტიკა თუ მიიღებს გადაწყვეტილებას ბავშვების ვაქცინაციასთან მიმართებაში, საქართველოც შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას.

„ვხედავთ, რომ ბავშვებში არის მომატებული ინფიცირება და მნიშვნელოვანია მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს და დაიცვან საკუთარი შვილები. დღესდღეობით ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ბავშვების დაცვა. თუ მსოფლიო პრაქტიკა მიიღებს გადაწყვეტილებას ბავშვების ვაქცინაციასთან მიმართებაში, საქართველოც შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრმა სწავლის დაწყების პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამაზე მსჯელობა ჯერ ადრეა.

„რაც შეეხება სწავლის პროცესს, ამასთან დაკავშირებითაც მსჯელობა, რა თქმა უნდა, შედარებით ადრეა გამომდინარე იქედან, რომ ჯერ არის აგვისტოს დასაწყისი. სწავლა საქართველოში იწყება 15 სექტემბრიდან და ჯანდაცვის სამინისტრო თავისი რეკომენდაციებით მაქსიმალურად ეცდება, ინფექცია იყოს იმდენად დასტაბილურებული, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ საშუალება სკოლებში განათლების მიღების“, – განაცხადა ტიკარაძემ.