ეკატერინე ტიკარაძე - ვებპორტალის გარდა, მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზის მეშვეობითაც შეეძლებათ
ეკატერინე ტიკარაძე - ვებპორტალის გარდა, მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზის მეშვეობითაც შეეძლებათ

ვებპორტალის გარდა, მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზის მეშვეობითაც შეეძლებათ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროზე არაერთი კიბერთავდასხმა განხორციელდა, რომელიც ვაქცინაციის პროცესს აფერხებს და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო სამინისტრომ რეგისტრაციასთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეებისთვის, გარდა პორტალით რეგისტრაციისა, მივცეთ რეგისტრაციის დამატებითი საშუალება ცხელი ხაზის, 144*3 მეშვეობით, რომელიც დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს რეგისტრაციაში. ამასთან, მოქალაქეებს შეუძლიათ, ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდნენ კლინიკების ცხელი ხაზის მეშვეობით. მათ მივეცით საშუალება, ვირტუალური ოთახის საშუალებით თვითონ კლინიკაში თავისუფალი რიგით დარეგისტრირების და აცრის საშუალება. ვთვლით, რომ ამ ოთხი ნაკადის მეშვეობით, ის არსებული პრობლემა, რომელიც კიბერთავდასხმების კუთხით გვაქვს, უნდა იყოს ეფექტურად გადაფარული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.