ეკატერინე ტიკარაძე - ვაქცინების შესაძენად ჩვენ გამოვიყენეთ რამდენიმე არხი, „კოვაქს-პლატფორმა“, ევროკავშირთან თანამშრომლობა და მწარმოებლებთან მოლაპარაკება
ეკატერინე ტიკარაძე - ვაქცინების შესაძენად ჩვენ გამოვიყენეთ რამდენიმე არხი, „კოვაქს-პლატფორმა“, ევროკავშირთან თანამშრომლობა და მწარმოებლებთან მოლაპარაკება

ჩვენი მოქმედებების ნაყოფიერი შედეგია ის ფაქტი, რომ უახლოეს დღეებში სახელმწიფო პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღს – ვაქცინებს ელის, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა.

საკომიტეტო მოსმენაზე მინისტრობის კანდიდატმა ვაქცინის შემოტანის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა.

„არაერთხელ გამოითქვა უკმაყოფილება საქრთველოში ვაქცინების შემოსვლის ვადებთან დაკავშირებით. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვაქცინების შერჩევა იყო ხანგრძლივი პროცესი, რამდენადაც ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა მხოლოდ ოფიციალური არხებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების მიღება. ვაქცინების შეძენისთვის ჩვენ გამოვიყენეთ რამდენიმე ასეთი არხი: „კოვაქს-პლატფორმა“, ევროკავშირთან თანამშრომლობა და მწარმოებლებთან მოლაპარაკება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.