ეკატერინე ტიკარაძე „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლებს ხვდება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლებს ხვდება, რომლებიც სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. შეხვედრას მედია არ ესწრება.
„უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლებმა მორიგი საპროტესტო აქცია დღეს გამართეს.
ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, თანამშრომელთა ნაწილს ექვსი და რვა თვის ხელფასები არ აუღიათ. ექიმების თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლების ნაწილი ხელფასს იღებს, თუმცა კუთვნილი ხელფასის მხოლოდ მცირე ნაწილს.
„უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს“ სულ 300 თანამშრომელი ჰყავს.

