ეკატერინე ტიკარაძე -  უახლოეს პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსზე მასშტაბური კვლევა დაიწყება
ეკატერინე ტიკარაძე - უახლოეს პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსზე მასშტაბური კვლევა დაიწყება

მალე ქვეყანაში კორონავირუსზე მასშტაბური კვლევა დაიწყება, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, ვისაც კოვიდი უსიმპტომო ფორმით აქვს გადატანილი, – ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო.

ამასთან, ტიკარაძემ მოქალაქეებს ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის საყურადღებო, მაგრამ სტაბილური, ვინაიდან, ჩვენი მხრიდან არის ნამართი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს დამყოლობაზე, ვინაიდან ვიცით, რომ არის გარკვეული რეგიონები, სადაც ძალიან რთულდება თანამშრომლობა ჩვენს მოქალაქეებთან, რაც აუცილებლად აისახება ვირუსის გამოვლენაზე. აუცილებელია, იყოს მაღალი დამყოლობა, მხოლო და მხოლოდ მაღალი დამყოლობის გამო შევძელით და გვაქვს ის კარგი დინამიკა და კარგი შედეგი, რაც დღეს საქართველოშია“, – განაცხადა ტიკარაძემ.