ეკატერინე ტიკარაძე - პირბადეს თუ არ ვატარებთ, არ დავიცავთ დისტანციას, სექტემბერში სწავლის დაწყებას შეიძლება, რისკი შეექმნას
ეკატერინე ტიკარაძე - პირბადეს თუ არ ვატარებთ, არ დავიცავთ დისტანციას, სექტემბერში სწავლის დაწყებას შეიძლება, რისკი შეექმნას

ჩვენი ქცევა თუ იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის, შეიძლება, სექტემბერში სწავლის დაწყებას რისკი შეექმნას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო სხდომის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მოქალაქეებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვან წესები, რომ სწავლის დაწყებას პრობლემა არ შეექმნას.

„ამ ეტაპზე სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ ეს ყოველივე დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე. დღეს არ ვატარებთ ნიღბებს, არ არის სოციალური დისტანცირება, ეს, რა თქმა უნდა, მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებაზე, რომ შეიძლება, სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების სრული მობილიზაციაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ საშუალება, უსაფრთხო სკოლებში, „კოვიდისგან“ თავისუფალ გარემოში მიიღონ განათლება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში სასწავლო პროცესის დაწყება 15 სექტემბრისთვის იგეგმება.