ეკატერინე ტიკარაძე - თუ არ იქნა ერთობლივი მუშაობა ჩვენსა და მოქალაქეებს შორის, რეგულაციების გამკაცრების რისკ-ფაქტორები შეიძლება, გაიზარდოს
ეკატერინე ტიკარაძე - თუ არ იქნა ერთობლივი მუშაობა ჩვენსა და მოქალაქეებს შორის, რეგულაციების გამკაცრების რისკ-ფაქტორები შეიძლება, გაიზარდოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჭიროა, მოქალაქეებმა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, თუ არ მოხდება მოქალაქეთა თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, შესაძლოა, მოხდეს რეგულაციების გამკაცრება.

„ჩვენ პირველივე დღიდან საკუთარ მოქალაქეებს ვეუბნებოდით, მოგვიწევს კოვიდინფექციასთან თანაცხოვრება, რაც ნიშნავს, რომ მთავრობა თავის მხრივ შეასრულებს ყველა თავის ვალდებულებას იმ მზადყოფნისთვის, რომელიც მოეთხოვება ჰოსპიტალურ სექტორსა და ჯანდაცვის სამინისტროს. თუმცა, თუ ეს არ იქნა ერთობლივი მუშაობა ჩვენსა და ჩვენს მოქალაქეებს შორის, ის რისკ-ფაქტორები შესაძლოა იყოს მნიშვნელოვნად გაზრდილი, რამაც გარკვეული რეგულაციების გამკაცრებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, გაცილებით უკეთ ვართ მომზადებული ჰოსპიტალური სექტორითა და ჯანდაცვის პირველადი რგოლის საშუალებით, რაც გვაძლევს საშუალებას, ეს რისკ-ფაქტორები მნიშვნელოვნად უკეთ ვმართოთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.