ეკატერინე ტიკარაძე - სოციალური დისტანცირება მნიშვნელოვანია, ტაქსთან მიმართებაში გარკვეული რისკები არსებობს, როცა ის ხშირად იცვლის მგზავრს, ამიტომ დავტოვეთ სამზე მეტი ოდენობით გადაადგილებაზე შეზღუდვა
ეკატერინე ტიკარაძე - სოციალური დისტანცირება მნიშვნელოვანია, ტაქსთან მიმართებაში გარკვეული რისკები არსებობს, როცა ის ხშირად იცვლის მგზავრს, ამიტომ დავტოვეთ სამზე მეტი ოდენობით გადაადგილებაზე შეზღუდვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რატომ დარჩა შეზღუდვა ტაქსებზე სამ მგზავრზე მეტი ოდენობით გადაადგილებასთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება და ტაქსთან დაკავშირებით გარკვეული რისკები არსებობს, ვინაიდან ის დღის განმავლობაში ბევრ მგზავრს იცვლის.

„ეს გადაწყვეტილება ეფუძნება იმას, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, და, რა თქმა უნდა, ეს კვლავ დიდხანს დარჩება ძალაში, რომ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება. ტაქსთან მიმართებაში გარკვეული რისკები არსებობს როგორც მძღოლთან, ისე მგზავრთან მიმართებაში, როდესაც ის საკმაოდ ხშირად იცვლის თავის მზგავრს და სწორედ ამ პრევენციიდან გამომდინარე, ჩვენ დავტოვეთ ეს შეზღუდვა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ყველა საავტომობილო საშუალებაზე, ტაქსების გარდა, სამკაციანი შეზღუდვა მოიხსნება.