ავტომობილში სამკაციანი შეზღუდვა მოიხსნება ყველა საავტომობილო საშუალებაზე, ტაქსების გარდა
ავტომობილში სამკაციანი შეზღუდვა მოიხსნება ყველა საავტომობილო საშუალებაზე, ტაქსების გარდა

კარგად ცნობილი შეზღუდვა, ერთ ავტომობილში სამი ადამიანის რაოდენობით, გავრცელდება მხოლოდ ტაქსებზე, სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

„ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ ქვეყანა მზად არის, გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს პარალელურად იმას, რომ გაუქმდება კომენდანტის საათი და ამას მოყვება გარკვეული შემსუბუქებები. ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კარგად ცნობილი შეზღუდვა, ერთ ავტომობილში სამი ადამიანის რაოდენობით, გავრცელდება მხოლოდ ტაქსებზე, სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში კი, გაუქმდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, სადაც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, შეძლებისდაგვარად იშრომონ და შემოსავალი მიიტანონ თავიანთ ოჯახებში.