ეკატერინე ტიკარაძე - სოციალური აგენტების ანაზღაურება არასდროს ყოფილა 80 ლარი, მათი ანაზღაურება იყო გამომუშავებაზე, 700 ლარის ფარგლებში
ეკატერინე ტიკარაძე - სოციალური აგენტების ანაზღაურება არასდროს ყოფილა 80 ლარი, მათი ანაზღაურება იყო გამომუშავებაზე, 700 ლარის ფარგლებში

დაპირებული გადაწყვეტილება მიღებულია, რომ სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება იქნება 200 ლარი, რომელსაც ისინი გამოიყენებენ კვლავ სატრანსპორტო გადაადგილებისთვის და შესაბამისად, მათი სახელფასო ანაზღაურება ამ ნაბიჯით გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, სოციალური აგენტების ანაზღაურება არასდროს ყოფილა 80 ლარი.

„ეს იყო ფიქსირებული სატრანსპორტო ანაზღაურება, რომელიც ესაჭიროებოდათ გადასაადგილებლად. სოცაგენტების ანაზღაურება იყო გამომუშავებაზე და ის იყო 700 ლარის ფარგლებში. ჩვენ დღეს გვქონდა მათთან შეხვედრა. ჩემს მოადგილესთან ერთად მოხდა შეთანხმება, რომ ჩამოყალიბდება გარკვეული სამუშაო ჯგუფი, რომელიც დააიდენტიფიცირებს მეტად უფრო კონკრეტულად. თუ რა საჭიროებები აქვთ სოცაგენტებს. ამ ეტაპისთვის კი დაპირებული გადაწყვეტილება მიღებულია, რომ სოცაგენტების ფიქსირებული ანაზღაურება იქნება 200 ლარი, რომელსაც ისინი გამოიყენებენ კვლავ სატრანსპორტო გადაადგილებისთვის და შესაბამისად, მათი სახელფასო ანაზღაურება ამ ნაბიჯით გაიზრდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი