ეკატერინე ტიკარაძე - „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან რეგისტრაციას აპრილის შუა რიცხვებში ელოდება
ეკატერინე ტიკარაძე - „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან რეგისტრაციას აპრილის შუა რიცხვებში ელოდება

უკვე ცნობილია, რომ აპრილის შუა რიცხვებში „სინოფარმი“ ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან რეგისტრაციას, რაც საშუალებას მოგვცემს, 15 აპრილის შემდეგ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ რეგისტრაციის მოდული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ამ კვირაში მოვიწვევთ ვაქცინაციის საბჭოს, სადაც დამატებით ვიმსჯელებთ, რა იქნება მიდგომა. ასევე, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ პასუხებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ვინაიდან ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ აპრილის შუა რიცხვებში „სინოფარმი“ ელოდება მათი მხრიდან რეგისტრაციას, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენც საშუალებას მოგვცემს, რომ 15 აპრილის შემდეგ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ რეგისტრაციის მოდულიც. თუმცა კოვიდსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება ასევე იქნება მნიშვნელოვანი, რომელიც ამ კვირაში ჩატარდება, ვაქცინაციის საბჭოს ვგულისხმობ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, „სინოფარმის“ ორი დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.

„გამოიყენება „სინოფარმის“ ორი დოზა, მესამე დოზასთან დაკავშირებით დღეს რეკომენდაცია მიღებული არ გვაქვს“, – განაცხადა ტიკარაძემ.