ეკატერინე ტიკარაძე - შრომითი უსაფრთხოების როლი კოვიდპანდემიის პირობებში იყო ნამდვილად უდაო და მნიშვნელოვანი
ეკატერინე ტიკარაძე - შრომითი უსაფრთხოების როლი კოვიდპანდემიის პირობებში იყო ნამდვილად უდაო და მნიშვნელოვანი

შრომითი უსაფრთხოების როლი კოვიდპანდემიის პირობებში იყო ნამდვილად უდაო და მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, მინისტრის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც მოხდა შრომითი უსაფრთხოების სააგენტოს მხრიდან ყველა საჭირო რეკომენდაციის შემუშავება სამუშაო ადგილებზე „კოვიდის“ არსებობის პირობებში.

„შრომითი უსაფრთხოება ამ ერთი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაძლიერდა და შრომითი უსაფრთხოების როლი კოვიდპანდემიის პირობებში იყო ნამდვილად უდაო და მნიშვნელოვანი. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, შეიძლება ითქვას, მეორე ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები შემდეგ, სადაც მოხდა შრომითი უსაფრთხოების სააგენტოს მხრიდან ყველა საჭირო რეკომენდაციის შემუშავება სამუშაო ადგილებზე კოვიდის არსებობის პირობებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესრულების კუთხით“, – განაცხადა ტიკარაძემ.