ეკატერინე ტიკარაძე - შემოწმებული 600-მდე კომპანიიდან შრომითი უსაფრთხოების ნორმები 80-მა პროცენტმა დააკმაყოფილა
ეკატერინე ტიკარაძე - შემოწმებული 600-მდე კომპანიიდან შრომითი უსაფრთხოების ნორმები 80-მა პროცენტმა დააკმაყოფილა

დღემდე შემოწმებული არის 600-მდე კომპანია, მათმა 80-მა პროცენტმა დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომელიც იყო წარდგენილი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„მონიტორინგი დამატებით მიმდინარეობს და ასევე გაგრძელდება აუცილებლად, ვინაიდან თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ეს პუნქტები სამინისტროს მხრიდან იქნება აუცილებლად დაცული. დღემდე შემოწმებულია 600-მდე კომპანია, აქედან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მათთან წინასწარი კომუნიკაციის შედეგად, ისინი მზად იყვნენ და კომპანიების 80-მა პროცენტმა დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომლებიც იყო წარდგენილი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, სამინისტროს ვებგვერდზე შესაძლებელია, ყველა იმ მოთხოვნის მოძიება, რომელსაც კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს.

„რაც შეეხება საკითხს, თუ სად შეიძლება მოიძიონ ეს დეტალები, ეს დეტალები განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, სადაც დეტალურად არის აღწერილი, თუ რომელ კომპანიას რა ვალდებულებები ეკისრება. ამ დოკუმენტით ხელმძღვანელობს ჩვენი შრომითი ინსპექციაც და, შესაბამისად, ის დაწესებულებებიც, რომლებიც ეტაპობრივად უნდა გაიხსნას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი