ეკატერინე ტიკარაძე - შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ველოდებით
ეკატერინე ტიკარაძე - შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ველოდებით

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შემოდგომაზე მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდა.

მისივე თქმით, მოლოდინია, რომ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა იქნება.

„შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ველოდებით. ეს მოლოდინი აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც. მეორე ტალღის მოლოდინი არსებობს. მოქალაქეებს ყოველდღიურად მოვუწოდებთ, რომ დაიცვან ყველა საჭირო ღონისძიება. კოვიდთან ერთად თანაცხოვრების შესწავლა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით მოგვიწევს“, – განაცხადა ტიკარაძემ.