ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს შეხვდა
ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს, ზორან ჯორჯევიჩს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ერთმანეთს  გამოცდილება გაუზიარეს.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრს მიღებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. მინისტრი სერბეთში მოვიწვიეთ და იმედი გვაქვს, რომ მალე გვესტუმრება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება“, – აღნიშნა ზორან ჯორჯევიჩმა.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაიაც ესწრებოდა, რომელმაც სერბეთის დელეგაციას საქართველოში შრომის უსაფრთხოებისა და სოციალური დახმარების მექანიზმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„განვიხილეთ ორივე ქვეყნის სისტემა, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, შრომის ინსპექციის. ასევე ვიმსჯელეთ, სოციალური დახმარების მექანიზმებსა და მეთოდოლოგიაზე. შშმ პირთა დახმარების მექანიზმებსა და მეთოდოლოგიაზე, როგორც სერბეთში, ასევე საქართველოში. შევთანხმდით, რომ გავცვლით ინფორმაციას, ვითანამშრომლებთ, რათა დავეხმაროთ ერთმანეთის სისტემის გაუმჯობესებას“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

დატოვე კომენტარი