ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტის საშიშროება არ ყოფილა და არც დღეს დგას
ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტის საშიშროება არ ყოფილა და არც დღეს დგას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძეის განცხადებით, ქვეყანაში პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტი არ არსებობს. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პირადი დაცვის საშუალებების ხარჯვა პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს.

„დღემდე საქართველოში არის საკმარისი რაოდენობის პირადი დაცვის საშუალებები. ჩვენ გვაქვს შემუშავებული გარკვეული პროტოკოლები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ხარჯვა. ხარჯვის აღწერა მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში, როგორც სასწრაფო გადაუდებელი დახმარების, ასევე დაავადებათა კონტროლის პერსონალისთვის გაცემული საშუალებების და ასევე თითოეული იმ საავადმყოფოს აღჭურვილობის, რომელსაც ჩვენ მათ უსასყიდლოდ გადავცემთ.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამინისტროს შესყიდვების სამსახური ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.

„ჩვენი შესყიდვების სამსახური აგრძელებს მუშაობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ჩვენ გვაქვს მოწოდებული ის რაოდენობები, რომლებიც ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს ინფექციის მართვის სრულ პერიოდზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არის, რომ ეტაპობრივად შევიძინოთ ეს დაცვის საშუალებები, რათა არ მოხდეს ქვეყანაში დეფიციტი, თუმცა ამის საშიშროება არც ყოფილა და არც დღეს არ დგას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი