ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში ეპიდსიტუაცია გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა დავიწყოთ
ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში ეპიდსიტუაცია გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა დავიწყოთ

საქართველოში ეპიდსიტუაცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნელ-ნელა დავიწყოთ ეკონომიკური აქტივობები და უფრო მასშტაბური გავხადოთ ის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„დღევანდელი ეპიდსიტუაცია საქართველოში არის დამაკმაყოფილებელი, რაც გულისხმობს იმას, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 0,59%. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნელ-ნელა დავიწყოთ ეკონომიკური აქტივობები და უფრო მასშტაბური გავხადოთ ის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

დატოვე კომენტარი