ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები ოპერირებდნენ არათანაბარი ფასების პირობებში, რომელიც არ იყო გამჭირვალე
ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები ოპერირებდნენ არათანაბარი ფასების პირობებში, რომელიც არ იყო გამჭირვალე

არც სახელმწიფოსთვის და სამწუხაროდ, არც პაციენტისთვის საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები ოპერირებდნენ არათანაბარი ფასების პირობებში, რომელიც არ იყო გამჭირვალე არც სახელმწიფოსთვის და სამწუხაროდ არც პაციენტებისთვის,- ამის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფასებზე მუშაობა და კლინიკებთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო ივლისის თვეში, როდესაც სამინისტროს პორტალზე არსებული საშუალებებით, მათი მხრიდან ფასების გამოთხოვა მოხდა.

„საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები ოპერირებდნენ არათანაბარი ფასების პირობებში, რომელიც არ იყო გამჭირვალე არც სახელმწიფოსთვის და სამწუხაროდ არც პაციენტებისთვის. ასეთი მეთოდოლოგია და ბაზრის მოწყობის მეთოდი იყო არაერთ სხვა ქვეყანაში, რომლებმაც ასევე უარი თქვეს – მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 70-იან წლებში უარი განაცხადა და უარი თქვა მსგავს დაფინანსებაზე სახელმწიფოს მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ ფასების გათანაბრება თუ ფასების დადგენა. ჩვენ მოვახდინეთ მხოლოდ ფასების დადგენა ბაზარზე, რომ გამჭირვალე ყოფილიყო როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე პაციენტისთვის თუ სად და რატომ მიდიოდა ეს ფინანსები. სწორედ ეს გახლდა გარკვეულწილად იმ ვნებათაღელვის გამომწვევი, რომელიც დღეს სახეზეა. მე ძალიან დიდ წუხილს გამოვხატავ. ამ რეფორმის დაგეგმვა და „დიარჯი“ სტანდარტზე გადასვლა სახელმწიფოს უკვე არაერთი წელია დაანონსებული აქვს, კონკრეტულად ამ ფასებზე მუშაობა და აქტიური თანამშრომლობა კლინიკებთან, ჩვენ დავიწყეთ ივლისის თვეში, როდესაც სამინისტროს პორტალზე არსებული საშუალებებით. ჩვენ ოფიციალურად მოვახდინეთ მათი მხრიდან ფასების გამოთხოვა, რომლის დამუშავებაც შემდეგ მოხდა და ასევე ბაზრის შესწავლა იმ თვალსაზრისით, რომ შევისწავლეთ რომელი მომწოდებელი რა თანხად აწვდის კლინიკებს კონკრეტულ მასალებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მიზანი არ ყოფილა ხარისხის კომპონენტზე რისკის აღებდა, ხარისხი უნდა ყოფილიყო დაცული პაციენტისთვის, ეს არის ჩვენი ვალდებულება და ასევე ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება, რომ ქონდეს ხელმისაწვდომი როგორც ფინანსურად ასევე გეოგრაფიულად ჯანდაცვის სერვისები“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, სასამართლოში არსებობს არაერთი დავა კლინიკასა და პაციენტს შორის როდესაც პაციენტს არ შეუძლია დაამატოს ის დანამატი, რომლებსაც ითხოვდნენ კლინიკები

ტიკარაძის განცხადებით, კლინიკებისთვის, ვისაც სურვილი აქვთ მიიღონ მონაწილეობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ფასი იქნება დადგენილი. ,

,განვმარტავ, რამ მიბიძგა ამ რეფორმის განხორციელებისკენ – ცხელ ხაზზე არაერთი ზარი შემოდიოდა, ასევე სასამართლოში არსებობს არაერთი დავა კლინიკასა და პაციენტს შორის, როდესაც პაციენტს არ შეუძლია დაამატოს ის დანამატი, რომლებსაც ითხოვდნენ კლინიკები პაციენტისგან მაშინ, როდესაც არ იყო დადგენილი ფასი. სწორედ ამ შემთხვევაში, პაციენტი იქნება გარანტირებული, მას წინასწარ ეცოდინება რა ანაზღაურება უნდა გადაიხადოს კლინიკაში და ის იქნება მზად ამ ანაზღაურებისთვის. კლინიკები, ვისაც სურვილი აქვთ მიიღონ მონაწილეობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ამ კლინიკებისთვის ფასი იქნება დადგენილი. ჩვენ დავიცავით პაციენტის უფლებები, ფასებში არ შეგვიტანია ცვლილება. ეს მოხდა ძალიან აპრობირებული მეთოდით ფინანსისტებისთვის, შევაჯერეთ ფასები და არ ყოფილა ფასების გასაშუალოება. უბრალოდ, იმ სახარჯ მასალებისა და ხელფასების კომბინაციით დავთვალეთ ერთი მანიპულაციის ღირებულება, რომელიც გახდება ხელმისაწვდომი პაციენტისთვის და ყველა ქირურგისთვის“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, პაციენტისთვის სარგებელი, ეს იქნება პირველ რიგში ფინანსური თანასწორობა.

„ჩვენ შევისწავლეთ გეგმიური და მწვავე ოპერაციების თანაფარდობა საქართველოში. ეს არაერთხელ გავაჟღერე და მოცემულობა არის არასახარბიელო, ვინაიდან მსოფლიოს პრაქტიკით მწვავე ოპერაციების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20%-ს, საქართველოში კი მწვავე ოპერაციების ოდენობა არის 80%. ესეც დასარეგულირებელია და ჩვენ ამ კუთხითაც ვიმუშავებთ კლინიკებთან, რომ გავაძლიეროთ პირველადი რგოლი, თუ ეს გამოწვეული არის პირველადი რგოლის სისუსტით და შესაბამისად გეგმიური ოპერაციების წილი გავზარდოთ, რაც სახელმწიფოსგან და პაციენტის მხრიდანაც ფინანსების დაგეგმარებას შეუწყობს ხელს და გახდის ბევრად ეფექტურს, პროცესი იქნება გამჭირვალე და დაგეგმვადი. რაც შეეხება თანაფარდობას, ჩვენი სისტემის დღევანდელი პრობლემა ძირითადად წარმოქმნილია ამ ბაზრის არათანაბარი გადანაწილებით, რაც გულისხმობს შემდეგს – ჩვენ ვიმუშავეთ სტატისტიკაზე და გვაქვს შემდეგი მონაცემები, რომ საქართველოში 2018 წლის მანძილზე ჩატარდა სულ 4 500 კარდიოქირურგიული ოპერაცია. ეს იმ პირობებში, როდესაც სახეზე გვაქვს 72 კარდიოლოგიური კლინიკა. თუ აქ საშუალო მაჩვენებელს გამოვიყვანთ, ვნახავთ, რომ მხოლოდ 12 ოპერაცია ტარდება დღიურად საშუალოდ. სტენტირების კუთხითაც ჩართულია 72 კლინიკა, წლიურად ტარდება 20 000 ინტერვენცია, რაც საშუალოდ 53 დღიურ ინტერვენციას გულისხმობს. ეს ცალსახად მიუთითებს ბაზარზე კლინიკების რაოდენობის სიჭარბეზე და რა თქმა უნდა, გაიზრდება კონკურენცია. პაციენტი თანაბარი ტარიფების პირობებში აირჩევს უკეთეს ექიმს და უკეთეს კლინიკას, რაც ამ კლინიკებში უკვე შექმნის ნაკადების და მოცულობის მეტ რაოდენობას. კლინიკის შემოსავალს გახდის უფრო ეფექტურს და თანხა, რომელიც მათ დღეს სარისკოდ მიაჩნიათ, მათთვის აღარ იქნება რისკის შემცველი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.