ეკატერინე ტიკარაძე - საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებლად ავიცრები, თუმცა გაცილებით მეტი ადამიანია, ვინც პირველად ვაქცინაციას საჭიროებს
ეკატერინე ტიკარაძე - საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებლად ავიცრები, თუმცა გაცილებით მეტი ადამიანია, ვინც პირველად ვაქცინაციას საჭიროებს

საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებლად ავიცრები, თუმცა ვთვლი, რომ გაცილებით უფრო მეტი ადამიანია, ვინც საჭიროებს პირველად ვაქცინაციას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„შევეცდები, რომ არ ვისარგებლო ჩემი სტატუსით. ის ვაქცინა, რომელიც შეიძლება სხვისთვის გაცილებით უფრო მეტი ეფექტის მომტანი იყოს, არ ვისარგებლო ამ პრიორიტეტით. თუმცა, თუ ეს საჭირო გახდა კამპანიისთვის, რა თქმა უნდა, მე უარს არ ვიტყვი ვაქცინაციაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში დღეს ჩამოვიდა.