ეკატერინე ტიკარაძე - ქუჩების მორეცხვისას გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებები ჯანმრთელობისთვის რისკს არ შეიცავს
ეკატერინე ტიკარაძე - ქუჩების მორეცხვისას გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებები ჯანმრთელობისთვის რისკს არ შეიცავს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქუჩების მორეცხვისას გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებები ჯანმრთელობისთვის რისკს არ შეიცავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა და ძალიან ბევრი ქვეყანა მიმართავს ამ ზომებს.

„ჩვენ დეტალურად გვაქვს გავლილი, თუ რა საშუალებებით მიმდინარეობს ამ ობიექტების მორეცხვა. არ ჩავთვლიდი, რომ ეს არის ზედმეტი რაოდენობით. შედგენილია კონკრეტული გრაფიკი და ასევე ჯერადობა, თუ რამდენ ხანში ერთხელ და რა მასალით იქნება ქუჩები მორეცხილი, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ არანაირ რისკს ჯანმრთელობისთვის ეს არ შეიცავს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.