ეკატერინე ტიკარაძე - „ქართული ოცნება" მოსახლეობას არ გაუცრუებს იმ იმედს, რა პასუხისმგებლობასაც საზოგადოება ჩააბარებს
ეკატერინე ტიკარაძე - „ქართული ოცნება" მოსახლეობას არ გაუცრუებს იმ იმედს, რა პასუხისმგებლობასაც საზოგადოება ჩააბარებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი კვლავ გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გააკეთებს სწორ არჩევანს 2020 წლის არჩევნებზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობის და განვითარებისკენ. ამიტომ, „ქართული ოცნება”, თავის გუნდით პასუხისმგებლობით და პროფესიონალი კადრებით არ გაუცრუებს მოსახლეობას იმ იმედს, რა პასუხისმგებლობასაც საზოგადოება ჩააბარებს”, – განაცხადა ტიკარაძემ.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კოჯორში, „ბიოლის“ კომპლექსში წარადგინა.

თბილისის მასშტაბით დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:

საბურთალოს საარჩევნო ოლქი –  დავით სერგეენკო

ვაკის საარჩევნო ოლქი – ნოდარ ტურძელაძე

გლდანის საარჩევნო ოლქი – ლევან კობიაშვილი

სამგორის საარჩევნო ოლქი – სოზარ სუბარი

ისნის საარჩევნო ოლქი – კახი კახიშვილი

მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქი – ბექა ოდიშარია

ნაძალადევის საარჩევნო ოლქი – მიხეილ ყაველაშვილი

დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი – გია ვოლსკი

რაც შეეხება რეგიონებს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების სია ასეთია:

მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქი – შალვა კერესელიძე

თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი – ირაკლი ქადაგიშვილი

გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი – დავით სონღულაშვილი

რუსთავის საარჩევნო ოლქი – ნინო ლაცაბიძე

მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი – ზაურ დარგალი

ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქი – გოგი მეშველიანი

გორი-კასპის საარჩევნო ოლქი – გიორგი ხოჯევანიშვილი

ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქი – ზაზა დუგლაძე

ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქი – ანტონ ობოლაშვილი

ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი –  სამველ მანუკიანი

ქუთაისის საარჩევნო ოლქი – ზაზა ლომინაძე

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი – პაატა კვიჟინაძე

ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი – ბეჟან წაქაძე

სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი – გივი ჭიჭინაძე

ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხის საარჩევნო ოლქი – გოჩა ენუქიძე

ზუგდიდის საარჩევნო ოლქი – ირაკლი ჩიქოვანი

ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი​ – ირაკლი ხახუბია

აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი – ალექსანდრე მოწერელია

ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი – ვასილ ჩიგოგიძე

ბათუმის საარჩევნო ოლქი –  რესან კონცელიძე

ქობულეთის საარჩევნო ოლქი – ზაალ მიქელაძე

ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი – ანზორ ბოლქვაძე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.