ეკატერინე ტიკარაძე - პნევმოკოკით აცრა მას შემდეგ დაიწყება, რაც კონკრეტული პროტოკოლი შემუშავდება და მას პოლიტიკის დეპარტამენტი დაამტკიცებს 
ეკატერინე ტიკარაძე - პნევმოკოკით აცრა მას შემდეგ დაიწყება, რაც კონკრეტული პროტოკოლი შემუშავდება და მას პოლიტიკის დეპარტამენტი დაამტკიცებს 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პნევმოკოკით აცრას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც კონკრეტულ პროტოკოლს შეიმუშავებენ და აღნიშნულს ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტი დაამტკიცებს.

„ჯანდაცვის სამინისტროში პოლიტიკის დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებებს პოლიტიკურად და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ. პოლიტიკის დეპარტამენტი სწორედ რომ ახლა მუშაობს იმ კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვაზე და ასევე დეტალურ განსაზღვრაზე თუ როდის და რა ასაკის მოქალაქეებს უნდა გაუკეთდეს ეს ტესტები. ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ასევე ვითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციებს მას შემდეგ რაც ეს კონკრეტული პროტოკოლი შემუშავებული და დამტკიცებული იქნება ჯანდაცვის სამინისტრის პოლიტიკის დეპარტამენტის მხრიდან, ჩვენ დავიწყებთ ამის განხორციელებას ყოველივე იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს მოქალაქეებს და მათ ჯანმრთელობას არ შეექმნებათ არანაირი პრობლემა, არც პანდემიის და არც პანდემიის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა ტიკარაძემ.