ეკატერინე ტიკარაძე - პირადი დაცვის საშუალებებისა და სასუნთქი აპარატების საკმარისი რაოდენობა გვაქვს
ეკატერინე ტიკარაძე - პირადი დაცვის საშუალებებისა და სასუნთქი აპარატების საკმარისი რაოდენობა გვაქვს

ამ დროისთვი მიმდინარეობს 2 400 საწოლის მობილიზება. შემდეგი 72 საათის განმავლობაში სრულად გვექნება 3000 საწოლი, რომ ვმართოთ კოვიდი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე მიმდინარებს სასტუმროების მობილიზება, რათა კოორნავირუსით ინფიცირებულ უსიმპტომო პაციენტებს დახმარება დროულად გაეწიოთ.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს 2 400 საწოლის მობილიზება. შემდეგი 72 საათის განმავლობაში სრულად გვექნება 3 000 საწოლი, რათა ვმართოთ კოვიდი. პარალელურ რეჯიმში მიმდინარეობს სასტუმროების მობილიზება. დღეის მდგომარეობით, უკვე 300 საწოლი არის მობილიზებული სასტუმროებში. ვმუშაობთ, რომ სასტუმროების რაოდენობა გავზარდოთ, რათა კლინიკებიდან უსიმპტომო პაციენტების გადაყვანა დროულად განხორციელდეს. ამ ეტაპისთვის სასტუმროში 70 პაციენტია გადაყვანილი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოში ექიმების გადამზადება მოხდა. მისივე თქმით, პანდემიის პირობებში საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა.

„არაერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან გვქონდა მხარდაჭერ, რომ ექიმებისთვის ტრენინგები ჩაგვეტარებინა. აქედან გამომდინარე, ექიმების გადამზადება მოხდა არაერთჯერადად, არამედ მრავალჯერადად. პარალელურად, მიმდინარეობს ასევე მისტიურებით დაკვირვება, თუ რამდენად ხარისხიანად შესრულდა გადამზადების პროცესი. ეს პროცესი კვლავაც გრძელდება. ამ შემთხვევაში, ეპიდემიოლოგებიც დამეხმარებიან და თავადაც არაერთხელ განმიმარტავს, რომ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ადამიანების პროფესიის მიხედვით კლასტერებად გამოყოფა. გაკეთდა მაქსიმუმი რითაც ქვეყანას შეუძლია თამამად თქვას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მოწოდებული ყველა რეკომენდაცია შევასრულეთ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში პირადი დაცვისა საშუალებებისა და სასუნთქი აპარატების საკმარისი რაოდენობაა.

„ასევე, ჩვენ ვიმუშავეთ ქვეყნის შიგნით და ზუსტად ვიცით, რა სიმძლავრეები შეუძლიათ მართონ ჩვენმა ექიმებმა. მობილიზებული არის ყველა საჭირო მასალა იმისთვის, რომ ინფიცირების დროული გამოვლენა მოხდეს. კონკრეტულად, ეს ეხება ლაბორატორიებისა და ტესტირების მობილიზაციას.  გვაქვს საკმარისი რაოდენობა პირადი დაცვის საშუალებებისა. ასევე, რა თქმა უნდა, მობილიზებულია  სასუნთქი აპარატი “, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.