ეკატერინე ტიკარაძე - ორშაბათს ველოდებით დამატებით 40 000 ტესტს, მაისის დასაწყისში კი „პისიარ“ ტესტების რაოდენობა 100 000-მდე შეივსება
ეკატერინე ტიკარაძე - ორშაბათს ველოდებით დამატებით 40 000 ტესტს, მაისის დასაწყისში კი „პისიარ“ ტესტების რაოდენობა 100 000-მდე შეივსება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში გრძელდება კორონავირუსზე მრავალსაფეხურიანი ტესტირება, რაც გულისხმობს როგორც სწრაფი ტესტებით, ასევე პოლიმერაზული ჯაჭვის რეაქციის (PCR) ტესტებით ადამიანების გამოკვლევას.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არის 10 000-ზე მეტი PCR-ტესტის სრული კომპლექტაცია.

„ორშაბათს ველოდებით დამატებით 40 000 ტესტს, მაისის დასაწყისში PCR-ტესტების რაოდენობა შეივსება 100 000-მდე. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში უკვე გამოყენებულია 5 000-ზე მეტი სწრაფი ტესტი და დამატებით კიდევ გვაქვს 9 000 ტესტი, რომელიც დარიგებულია ყველა საავადმყოფოში, სადაც მიმდინარეობს როგორც პაციენტების, ასევე მათი თანამშრომლების ტესტირება, რის შედეგადაც შემდეგ ხდება PCR-ით გადამოწმება და საბოლოო დასტურის მიღება საეჭვო შემთხვევებზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.