ეკატერინე ტიკარაძე - ოქტომბერში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1.79-ს აღემატებოდა, ეფექტური მუშაობით მისი დასტაბილურება შევძელით, რასაც აქციები რისკის ქვეშ აყენებს
ეკატერინე ტიკარაძე - ოქტომბერში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1.79-ს აღემატებოდა, ეფექტური მუშაობით მისი დასტაბილურება შევძელით, რასაც აქციები რისკის ქვეშ აყენებს

ოქტომბრის თვეში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი აღემატებოდა 1.79-ს, ეფექტური მუშაობით შევძელით მისი დასტაბილურება, რასაც აქციები რისკის ქვეშ აყენებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აქტიური მუშაობის შედეგად, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1.26 გახდა.

„ოქტომბრის თვეში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი აღემატებოდა 1.79-ს. მას შემდეგ, რაც რიგ ადგილებში სავალდებულო გავხადეთ პირბადის გამოყენება, ასევე დისტანციური მუშაობა, ჩვენმა კოეფიციენტმა მნიშვნელოვნად დაიკლო. შევძელით და დავასტაბილურეთ კოეფიციენტის მაჩვენებელი და ის გახდა 1.26. ეს არის ძალიან კარგი შედეგი იმ მინიმალური აქტივობით და ეფექტური მუშაობით, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ. აქციები ამ დასტაბილურებულ სიტუაციას რისკის ქვეშ აყენებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი