ეკატერინე ტიკარაძე - ნებისმიერმა კერძო სექტორის წარმომადგენელმა უნდა აიღოს ვალდებულება და შეასრულოს დადგენილებაში მითითებული ტარიფებით სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება
ეკატერინე ტიკარაძე - ნებისმიერმა კერძო სექტორის წარმომადგენელმა უნდა აიღოს ვალდებულება და შეასრულოს დადგენილებაში მითითებული ტარიფებით სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება

ნებისმიერმა კერძო სექტორის წარმომადგენელმა უნდა აიღოს ვალდებულება და შეასრულოს დადგენილებაში მითითებული ტარიფებით ექიმების, ექთნებისა და დანარჩენი სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, რა რაოდენობის თანხა დაერიცხა კოვიდის მართვაში ჩართულ მედპერსონალს დანამატის სახით შესაბამისი დადგენილის ამოქმედების შემდეგ, მინისტრმა აღნიშნა, რომ დანამატის ოდენობა დეტალურად არის ჩაშლილი დადგენილებაში და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

„ჩემთვის საკმაოდ რთულია პასუხი გავცე, როგორ მიმდინარეობს ხელფასების დარიცხვა კერძო სექტორში, ოღონდ ვგულისხმობ მხოლოდ იმ კომპონენტში თუ რომელი თვის ანაზღაურებას მიიღებენ ექიმები დეკემბერში, მხოლოდ ამ ნაწილში. რაც შეეხება დანამატებს, ეს მკაცრად განსაზღვრულია დადგენილების მიხედვით, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერმა კერძო სექტორის წარმომადგენელმა უნდა აიღოს ვალდებულება და შეასრულოს დადგენილებაში მითითებული ტარიფებით ექიმების, ექთნებისა და დანარჩენი სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ეს ტარიფები არის ჩაშლილი დადგენილებაში დეტალურად“, – განაცხადა ტიკარაძემ.