ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს, რომ საეჭვო სიმპტომების დროს დარეკონ ცხელ ხაზზე
ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს, რომ საეჭვო სიმპტომების დროს დარეკონ ცხელ ხაზზე

თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ გაქვთ საეჭვო სიმპტომები და გაქვთ ეჭვი, რომ შეიძლება გქონდეთ კორონავირუსი, პირველ რიგში, გამოიყენეთ ჩვენი ცხელი ხაზი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ზუსტი დიაგნოსტირება.

„მინდა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგაცნოთ და ასევე, მოგიწოდოთ ყველას, თუ თქვენ თვლით, რომ გაქვთ საეჭვო სიმპტომები და გაქვთ ეჭვი, შეიძლება გქონდეთ კორონავირუსი, პირველ რიგში გამოიყენოთ ჩვენი ცხელი ხაზი. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის, მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან არის თუ არა ეს კავშირი საეჭვო და საჭიროებს თუ არა ჰოსპიტალიზაციას. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ მოხდება თქვენი ტრანსპორტირება ამა თუ იმ საავდმყოფოში და რა მეთოდები არის საჭირო, რათა თქვენი ჯანმრთელობა იყოს დაცული, ასევე იყოს დაცული იმ პერსონალის ჯანმრთელობა, რომელიც ყოველდღიურად, 24 საათის რეჟიმში ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი